გივი ზალდასტანიშვილის დაბადებიდან 107 წლის იუბილე
ნოემბერი 18, 2026
ჩემი სურვილი და თხოვნაა, იყოთ ნამდვილი ქართველები და ისევე გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, როგორც საკუთარი სული” - დღეს, ამერიკული აკადემიის საზოგადოება, ჩვენი დამფუძნებლის და ამ სიტყვების ავტორის, გივი ზალდასტანიშვილის 107-ე დაბადების დღეს აღვნიშნავთ.
ბატონი გივის რწმენა, რომ განათლება ცოდნასა და სიკეთეს უნდა ეფუძნებოდეს განსაზღვრავს ჩვენი აკადემიის ყოველდღიურ ცხოვრებას. მისი სურვილი, სკოლას აღეზარდა ახალგაზრდები, რომლებიც საფუძვლიან ცოდნას თანაგრძნობას, სამართლიანობას და პასუხისმგებლობას შეუთავსებდნენ, აკადემიის საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს ბატონი გივის დიდ ოჯახს, ამერიკული აკადემიის საზოგადოების თითოეულ წევრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც განათლებისა და სიკეთის თანხვედრით, ერთგულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს!